NDI-ის კვლევა

NDI: 50%-მდე შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს

საპატრიარქო

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, საქართველოს ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარი აფასებს. აქედან 13% - ძალიან კარგად, ხოლო 37% - კარგად. კვლევაში მონაწილეთა 25% ეკლესიის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 10% - ცუდად, 2% - ძალიან ცუდად, ხოლო 12% პასუხობს, რომ არ იცის.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისში ანუ სინოდის ბოლო სხდომამდე, მართლმადიდებელ ეკლესიას "კარგად" 64 % აფასებდა.

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები