დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

მეგან მარკლი სამეფო ტიტულის დატოვების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა

Downtown Eastside Women’s Centre

მეგან მარკლი სამეფო ტიტულის დატოვების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა - ის კანადაში, ქალთა უფლებების დაცვის ცენტრში შეხვედრაზე იმყოფებოდა.

"სასექსის ჰერცოგინიამ განიხილა ქალებზე გავლენის მოხდენის შემთხვევები ჩვენს საზოგადოებაში", - წერს Downtown Eastside Women's Centre ფეისბუქზე.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ სამეფო ტიტულების დატოვების, დროის ნახევარის კანადაში გატარებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის შესახებ გადაწყვეტილებები ცოტა ხნის წინ მიიღეს.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოეწყო სამეფო ოჯახის შეხვედრა, საიდანაც გამოსულმა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ სამეფო ოჯახი მხარს უჭერს ჰარისა და მეგანის სურვილს, რომ დაიწყონ ახალი ცხოვრება.

კომენტარები