საუთჰემპტონის აეროპორტი

საუთჰემპტონის აეროპორტში მგზავრების დასაწყნარებლად ძაღლებს გამოიყენებენ

Independent.co.uk

დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის აეროპორტში თერაპიისთვის განკუთვნილი ძაღლები იმუშავებენ, რომლებიც მგზავრებს, რომლებსაც ფრენის ეშინიათ დაამშვიდებენ.

აეროპოტში ძაღლები ჩამომაფრენთა და გამფრენთა გასასვლელში კვირაში ერთხელ იქნებიან და ყველას დაეხმარებიან, ვისაც ეს დაჭირდება.

ძაღლების უმთავრესი ამოცანა იქნება, რომ დაეხმარონ ისეთ მგზავრებს, რომლებსაც შეზღუდული უნარები აქვთ ან ფრენა ძალიან აშინებთ.

"თერაპიისთვის განკუთვნილი ძაღლების ყოლა არამხოლოდ კარგი იქნება ჩვენი მგზავრებისთვის, არამედ ჩვენი თანამშრომლებისთვისაც. ოთხფეხა კომპანიონები ცნობილები არიან გადამდები სიხარულით, კარგი ხასიათით და ჩვენ აღელვებულები ვართ მათი მიღებით ოჯახში", - თქვა აეროპორტის მგზავრების გადაადგილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.


ფოტო: Independent.co.uk

საუთჰემპტონი არ არის პირველი ქალაქი, რომელიც აეროპორტში მგზავრების დასაწყნარებლად ცხოველებს გამოიყენებს. მაგალითისთვის, 2017 წელს, ოჰაიოს აეროპორტში მინიატურული ცხენები მიიყვანეს, რათა მათ მგზავრებისთვის სტრესი მოეხსნათ.

კომენტარები