პაკისტანი

პაკისტანში ზვავების ჩამოწოლას სულ მცირე 77 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 94

CNN

ჩრდილოეთ პაკისტანში ზვავების ჩამოწოლას სულ მცირე 77 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 94. ზვავმა გაანადგურა და დამარხა სახლები. ზვავში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ. შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. 

პაკისტანის პრემიერმინისტრმა იმრან ხანმა დახმარებისათვის ქვეყნის სამხედრო ძალებს მიმართა.

ზვავების ჩამოწოლა ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნილუმის ხეობაში ძლიერმა თოვლმა გამოიწვია. ამჟამად პაკისტანში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარია. ქაშმირში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია გზები, არ მუშაობს კომუნიკაციის საშუალებები, ელექტროენერგია მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება.

პარალელურად, ქვეყნის სამხრეთით, ბელუჯისტანის პროვინციაში უკანასკნელ 48 საათში ძლიერ წვიმას და თოვლს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები