NDI-ის კვლევა

NDI: მათგან, ვისაც უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე სმენია, 49% უარყოფითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40%-ს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.

იმავე კვლევით, პროცესის შესახებ საქმის კურსშია გამოკითხულთა 31%;

პროცესის შესახებ საერთოდ არ სმენია 21%-ს;

გამოკითხულთა იმ 71%-დან, ვისაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შერჩევაზე სმენია, 49% პროცესს უარყოფითად აფასებს.

17% აფასებს კარგად;

33%-მა არ იცის, კარგად შეაფასებდა თუ ცუდად.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, დღეს, 16 იანვარს გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კომენტარები