NDI-ის კვლევა

NDI: გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

ტბელ აბუსერიძე / ტაბულა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

კერძოდ, ღია კითხვა ასე იყო ფორმულირებული:

"თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი?"

პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ხელისუფლება - 45%

ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 43%;

  • ოპოზიცია - 12%

ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 7%;

  • გიორგი გახარია - 4%

ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 9%;

  • ბიძინა ივანიშვილი - 2%;

ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 4%;

  • თვითონ საპროტესტო აქციების მონაწილეები - 2%

ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 4%;

  • შსს - 1%;

ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 1%;

  • სხვა - 3%

ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 5%;

  • ყველა ერთნაირად პასუხისმგებელია - 10%;

ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 14%;

  • არ ვიცი - 14%;

ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 8%;

  • უარი პასუხზე - 2%

ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 1%;

იმავე კვლვის მიხედვით, 20 ივნისს ხელსუფლების მიერ გატარებული ზომებს ზედმეტად მკაცრად აფასებს გამოკითხულთა 61%;

  • სათანადოდ მიიჩნევს - 15%;
  • 6% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ 20 ივნისს გატარებული ზომები ზედმეტად ლმობიერი იყო;

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, დღეს, 16 იანვარს გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კომენტარები