BoJack Horseman

BoJack Horseman: ფინალური სეზონის ბოლო ნაწილის თრეილერი გამოვიდა

ტაბულა

Bojack Horseman სტრიმ სერვისის Netflix ანიმაციური სერიალია, რომელთან გამომშვიდობების დროც დადგა, რადგან მეექვსე სეზონის მეორე ნაწილი, ანუ ბოლო 8 ეპიზოდი, 31 იანვარს გამოვა და ამით შოუ დასრულდება. 

სერიალი ალკოჰოლზე დამოკიდებული, თვითდესტრუქციული, ანთროპომორფული ცხენის ამბავს გვიყვება. ბოჯეკი 80-იანების სიტკომის მსახიობი ცხენია, რომელიც ცხოვრების აზრის ხელახლა პოვნას ცდილობს. ანიმაციური სერიალი დიდებისთვის არის განკუთვნილი. 

ახლა, როდესაც ექვსი სეზონის შემდეგ შოუ მთავრდება, დროა მაყურებელმა გაიგოს შეძლებს, თუ არა ბოჯეკი, შეიცვალოს. 

"ბევრი შეცდომა დამიშვია, თუმცა ახლა საკუთარ წარსულს რომ გადავხედავ ხოლმე, ვფიქრობ: "ვინ არის ეს?" ამბობს მთავარი გმირი სერიალის თრეილერში. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=72&v=osY929PCs2o&feature=emb_title]

კომენტარები