მედია

NDI: 53%-ის აზრით, იმედი ოცნების სასარგებლოდაა მიკერძოებული

0 კომენტარი
ფოტო: stlucianewsonline.com

NDI-ის 2019 წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია იმედი მიკერძოებულია "ქართული ოცნების სასარგებლოდ".

გამოკითხულთა 63%-ს მიაჩნია, რომ მთავარი არხი მიკერძოებულია ოპოზიციის სასარგებლოდ. 3%-ის აზრით კი "მთავარი" ქართული ოცნების ინტერესებს გამოხატავს.

რუსთავი 2-ის შემთხვევაში, 29% თვლის, რომ არხი ოპოზიციის სასარგებლოდაა მიკერძოებული, 20%-ის აზრით კი ქართული ოცნების სასარგებლოდ. გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ რუსთავი 2 არცერთი მხარის ინტერესებს გამოხატავს.

გამოკითხულების 21% ფიქრობს, რომ პირველი არხი ქართული ოცნებისკენაა მიკერძოებული. 27%-ის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არცერთი მხარის ინტერესებს ატარებს.

51%-ს მიაჩნია, რომ კონკრეტული პარტიის მიმართ სიმპატიების ქონა მედიის ხარისხზე უარყოფითან აისახება, საპირისპირო აზრზეა 23%.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, დღეს, 16 იანვარს გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ფოტო: NDI

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები