ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შიდა ქართლში, ადმინისტრაციული საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სკოლის რეაბილიტაციისთვის 2.5 მილიონი ლარი დახარჯა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ამ მხარეში ბავშვების განათლებისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესების თხოვნით აშშ-ის მთავრობას ქართულმა მხარემ მიმართა.
"დღეიდან 200 მოსწავლე, რომელიც შიდა ქართლში, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად ცხოვრობს, თბილ და კომფორტულ სკოლაში ივლის,"- წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
სკოლა ოფიციალურად 15 იანვარს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეტ რუდმა, გახსნა.