NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 69%-სთვის ინფორმაციის მიღების პირველი წყარო ტელევიზიაა, 72% მედიას ენდობა

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 69%-სთვის ინფორმაციის მიღების პირველი წყარო ტელევიზიაა. 24%-სთვის ინტერნეტი/ფეისბუქი. 2%-2% კი ინფორმაციას მეზობლებისა და ოჯახის წევრებისგან იღებს. 

რაც შეეხება თბილისის მონაცემებს, ტელევიზია ინფორმაციის მიღების პირველი წყარო მოსახლეობის 56%-სთვის არის, ინტერნეტი/ფეისბუქი - 37%-სთვის. 

კვლევის მიხედვით, საინფორმაციო საშუალებებს მოსახლეობის 6% ენდობა სრულად, 66% - კი ნაწილობრივ. ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ენდობა 23%.

რაც შეეხება კონკრეტულად არხებს, მოსახლეობის 30% ენდობა ტელეკომპანია "იმედს", ეს მაჩვენებელი წინა კვლევაში (2019 წლის აპრილი)32% იყო. 

"მთავარი" არხის ნდობა 18%-ია. 

"რუსთავი 2" - 12%, 2019 წლის აპრილში ნდობის მაჩვენებელი 28% იყო. 

ტვ პირველი - 5%, პირველი არხი 3%, 3% ენდობა აზ-ტვ-საც, ობიექტივი 1%.

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები