NDI-ის კვლევა

NDI: იმათ 72%-ს, ვინც ინტერნეტს იყენებს, ყველაზე ხშირი აქტივობა Facebook-ზე აქვს

0 კომენტარი

NDI-ის კვლევის მიხედვით, ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც გამოკითხულთა 64% იყენებს;

6% ინტერნეტს იშვიათად იყენებს;

30% - არასდროს იყენებს;

სოფლის ტიპის დასახლებებში ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც იყენებს გამოკითხულთა 50%;

  • არასდროს იყენებს - 45%;
  • უმცირესობათა დასახლებებში ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც იყენებს 52%;
  • არასდროს იყენებს - 28%;

იმ 69%-დან, ვინც ინტერნეტს იყენებს, ყველაზე ხშირი აქტივობა აქვს შემდეგი მიმართულებით:

  • ვიყენებ Facebook-ს - 72%; 
  • ვეძებ ინფორმაციას (google, wiki) - 49%; 
  • ვტვირთავ, ვუსმენ, ვუყურებ ფილმებს, მუსიკას, ვიდეოებს - 20%; 
  • ვიყენებ სხვა სოციალურ ქსელებს, Facebook-ის გარდა - 20%; 
  • ვკითხულობ, ვუყურებ ან ვუსმენ ახალ ამბებს, გადაცემებს, სოც. ქსელებზე განთავსებული ინფორმაციის გარდა - 18%; 
  • ვიყენებ სკაიპს - 16%; 
  • ვიღებ და ვგზავნი ელექტრონულ გზავნილებს - 14%; 
  • ვთამაშობ ონლაინ თამაშებს (აზარტულის გარდა) - 3%; 
  • ვყიდულობ სხვადასხვა საქონელს - 3%; 
  • ვწერ ბლოგებს/ვკითხულობ სხვების ბლოგებს - 2%; 
  • სხვა - 2%; 

ამავე კვლევის მიხედვით, იმ 69%-დან, ვინც ინტერნეტს იყენებს, 53%-ს ფეისბუქზე ხშირად ხვდება პოლიტიკური ამბები;

28%-ს - იშვიათად ხვდება ფეისბუქზე პოლიტიკური ამბები;

9%-ს - საერთოდ არ ხვდება;

იმათი 67%, რომელსაც ფეისბუქზე ახალი ამბები ხვდება, ამ ამბებს ხანდახან ენდობა;

11% - იშვიათად;

20% - არასდროს ენდობა;

იმ 69%-დან, ვინც ინტერნეტს იყენებს, 37%-ს სოციალური მედია ეხმარება, გაიგოს ახალი ამბები;

14%-ს სოციალური მედია უფრო აბნევს, გაიგოს ახალი ამბები;

36% ამბობს, რომ სოციალურ მედიას მასზე გავლენა არ აქვს;

9% სოციალურ მედიას არ იყენებს;

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, დღეს, 16 იანვარს გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები