NDI-ის კვლევა

მდინარაძე NDI-ზე: წარმოიდგინეთ კალაძეს რას უზამდნენ გაცილებით მაღალი რეიტინგი რომ არ ჰქონდეს?

ტაბულა

"როდესაც 15%-ს უწერდნენ ქართულ ოცნებას და მაშინ ქართული ოცნება იღებდა 49%-ს. ახლა უწერენ 20%-ს, ანუ ჩვენ ვიღებთ 49%-ზე გაცილებით მეტს, ეს გასაგებია - გნებავთ ხუმრობით, გნებავთ სერიოზულად მიიღეთ. წარმოგიდგენიათ კალაძეს რას უზამდნენ მას გაცილებით მაღალი რეიტინგი რომ არ ჰქონდეს?", - ამბობს ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე დღეს, 16 იანვარს, გამოქვეყნებულ NDI-ის კვლევაზე.

მდინარაძის შეფასებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება და როგორც იგი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, არც აპირებს კვლევის რომელიმე დეტალის სერიოზულ განხილვას.

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე თანაბრად მოსწონს. ორივე მათგანის მოწონების მაჩვენებელი 34%-ია.

კომენტარები