ავსტალია

ავსტრალიაში წვიმს, ხანძრის 30 კერა ლიკვიდირებულია

RebeccaH2020

ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრების შემდეგ 15 იანვარს იწვიმა. წვიმის დახმარებით ხანძრის 85-დან 30 კერა უკვე ლიკვიდირებულია.

რამდენიმეთვიანმა მასშტაბურმა ხანძარმა მილიარდზე მეტი ცხოველი გაანადგურა.

მხოლოდ ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრებმა 800 მილიონზე მეტი ცხოველი იმსხვერპლა.

მეცნიერების ცნობით, ის ცხოველები, რომლებმაც მოახერხეს და გადაურჩნენ ხანძარს საფრთხის წინაშე მაინც არიან, რადგან მათი დაბრუნება იმ ადგილებში, სადაც ბინადრობენ დიდი გამოწვევაა, რადგნ ტერიტორიები ხანძარმა მთლიანად გაანადგურა.

სექტემბრიდან დღემდე სტიქიას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა. დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ქვეყნის შეიარაღებული ძალები.

კომენტარები