თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 17 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს. 

კრწანისის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, დავით ჯაბიძის, ქერჩის, წყაროთუბნის და ხევისპირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, გოძიაშვილის, დიდგორის, პეტრიწის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ოთარ ჭილაძის და ქართველიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები