საერთაშორისო ლიდერების პროგრამა

თამარ ჩერგოლეიშვილი ბრიტანეთის მთავრობამ საერთაშორისო ლიდერების პროგრამაში მიიწვია

0 კომენტარი
თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოწვევით საერთაშორისო ლიდერების პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ლიდერების პროგრამა დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის, ინიციატივით 2013 წელს დაიწყო. პროგრამის მიზანი ბრიტანეთის დაახლოებაა იმ ლიდერებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ და მომავალშიც მოახდენენ საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რაც პოზიტიურად აისახება დიდი ბრიტანეთის გლობალურ ინტერესებზე. 

"შევეცდები, რომ ნდობა გავამართლო და მიღებული გამოცდილება და მოპოვებული კონტაქტები გამოვიყენო როგორც ქართული, პროდასავლური მედიის გასაძლიერებლად, ისე საქართველოს თავისუფალ სამყაროში ინტეგრირების ხელშესაწყობად" - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

ვიზიტი 26 იანვრიდან დაიწყება. ვიზიტის ფარგლებში თამარ ჩერგოლეიშვილი შეხვედრებს გამართავს ბრიტანეთის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.

პროგრამაში 90 ქვეყანაა ჩართული და გასული 7 წლის განმავლობაში მასში მსოფლიოს 300-მდე ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. 

სხვადასხვა დროს საქართველოდან მასში პრემიერმინისტრის ყოფილი მრჩეველი სოფო ჯაფარიძე, დეპუტატები ოთარ კახიძე და თამარ ჩუგოშვილი და ყოფილი დეპუტატი სოფიო ქაცარავა იღებდნენ მონაწილეობას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები