შოთაძის დაბრუნება

მდინარაძე შოთაძის შესაძლო დაბრუნებაზე: ღირსეულია, როგორც კანდიდატი, ისე კაცი და ადამიანი

0 კომენტარი

"ჩემი აზრით ის არის ღირსეული, როგორც კანდიდატი, ისე კაცი და ადამიანი და ის არის ასევე პროფესიონალი" - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ირაკლი შოთაძის კვლავ შესაძლო მთავარ პროკურორობას. მდინარაძის თქმით, შოთაძის კანდიდატურას ის მხარს დაუჭერს. 

"მე მას პირადად ძალიან კარგად ვიცნობ და შემიძლია თავისუფლად ვილაპარაკო მისი როგორც პროფესიონალი იურისტის კვალიფიკაციაზე. ამიტომ, მე მას მხარს დავუჭერ და მგონია რომ ჩვენი გუნდიც, რომლის სახელითაც ჯერჯერობით ვერ ვსაუბრობ, რადგან ახალი ამბავია, იგივე პოზიციაზე იქნება"-ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კვლავ გენპროკურორობის კანდიდატია. მთავარი პროკურატურის ცნობით, მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ამ დროისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი. მთავარი პროკურატურის ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები