ამიდნის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 21 იანვრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18-20 იანავარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსთა ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 17 იანვარს შენარჩუნებული იქნება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 18 იანვარს გამოიდარებს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა ბარში ზოგან -8 გრადუსამდე დაიკლებს. 19-20 იანვარს ისევ მოიღრუბლება და მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი.

თბილისში 17 იანვარს ცივი, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი იქნება. 18 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ღამის საათებში ტემპეტრატურა -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს. 19-20 იანვარს ისევ შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს.

კომენტარები