ჯიმ ქერი 58 წლის გახდა: მსახიობის ექვსი დასამახსოვრებელი როლი

netflix.com

ჯიმ ქერი 1962 წლის 17 იანვარს, კანადაში დაიბადა. ბავშვობაში, მსახიობი ექვსი წევრისგან შემდგარ ოჯახთან ერთად, მისი ნათესავის მდელოზე გაჩერებულ ტრაილერში ცხოვრობდა. სკოლის შემდეგ ქერი ადგილობრივ ქარხანაში იატაკების, ტუალეტებისა და კედლების სახეხად მიდიოდა ხოლმე, რათა ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა. ამავდროულად, დაღლილი, სახლში მოსვლის შემდეგ სარკესთან საათებს ატარებდა და სასაცილო გამომეტყველების მიღებაში ვარჯიშობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ბევრი სახასიათო პერსონაჟი განუსახიერებია, ჯიმ ქერის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენეთ მისი 6 როლი გავიხსენეთ:

LIAR LIAR


ფოტო: MOMENTS – That Moment In

ფილმში მსახიობმა მატყუარა ადვოკატი განასახიარა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მოტყუება აღარ შეუძლია. 

THE TRUMAN SHOW


ფოტო: netflix.com

ამ 1998 წლის ფილმში, ჯიმ ქერიმ პერსონაჟი, რომელიც აღმოაჩენს, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მის ცხოვრებას  ტელეეკრანებიდან აკვირდებიან, მის გარშემო მყოფი ადამიანები კი მსახიობები არიან, ოსტატურად განასახიერა. 

MAN ON THE MOON


ფოტო: goombastomp.com

ბიოგრაფიულ ფილმში MAN ON THE MOON ჯიმ ქერიმ ენდი კაუფმანი განასახიერა. მსახიობის ორიგინალურმა შესრულებამ კი უკვდავი პერსონაჟი შექმნა. 

BRUCE ALMIGHTY


ფოტო: Empire

კომედიაში ჯიმ ქერიმ განასახიერა ბრიუს ნოლანი, რომელმაც სასწაულის დახმარებით ზებუნებრივი ძალები შეიძინა.

ETERNAL SUNSHINE OF THE SPOTLESS MIND


ფოტო: ArchDaily

ფილმში შესრულებული როლი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური არაკომიკური როლია ჯიმ ქერის შემოქმედებაში. მან განასახიერა პერსონაჟი, რომელმაც სცადა, გონებიდან წარუმატებელი ურთიერთობა და ცუდი მოგონებები ამოეშალა.

THE MASK


ფოტო: Bloody Disgusting

ფილმში THE MASK ჯიმ ქერიმ სტენლი იპკინის პერსონაჟი შეასრულა. გმირის ხელში ნიღაბი მოხვდება, რომლის მორგებასთან ერთად ის ყოვლისშემძლე არსებად იქცევა. 

კომენტარები