თამარ ჟვანია

თამარ ჟვანიამ 2013-2019 წლებში 800 ათასი ლარი აიღო, აქედან 300 ათასი პრემია-დანამატებია

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2013-2019 შრომის ანაზღაურების სახით 798 602 ათასი ლარი მიიღო.

ამ თანხიდან 299 ათასი ლარი პრემია-დანამატის სახით იყო აღებული. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, გასული 63 თვიდან, მხოლოდ 16 იყო ისეთი, როდესაც ჟვანიას პრემია ან დანამატი არ აუღია.

გასული ექვსი წლის მანძილზე ჟვანია თვეში საშუალოდ 12 767 ლარს იღებდა. მისი ანაზღაურება განსაკუთრებით მკვეთრად თანამდობობაზე მოსვლიდან პირველი წლის შემდეგ გაიზარდა. 2013 წელს მან 59 404 ლარი მიიღო, ხოლო 2014 წელს - 123 585 ლარი.

ჟვანიას ანაზღაურება ყველაზე მაღალი 2016 წელს იყო, როცა მან ბიუჯეტიდან 157 844 ლარი მიიღო.

 

კომენტარები