კრიმინალი

შსს: კაცი იმ დროს დავაკავეთ, როცა მაღაზიიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა

shutterstock

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთეს.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა", - ამბობენ შსს-ში.

ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული ჯ.ს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები