18 ნოემბრის აქციის დაშლა

საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. 

ჯაფარიძეს, რომელიც 18 ნოემბერს პარლამენტის წინ აქცია-პიკეტის წყლის ჭავლით დარბევის დროს დააკავეს, ორი მუხლი ჰქონდა წარდგენილი, ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. როგორც ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, სასამართლომ მას ხულიგნობის მუხლი მოუხსნა, დაუმორჩილებლობისთვის კი 2 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. 

ჯაფარიძე ბრალს არ აღიარებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის აქციაზე ამ მუხლებით დააკავეს. გირჩის ლიდერი ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობს. პირველი ჯარიმის დროს სოციალურ ქსელში გირჩის მხარდამჭერებმა კამპანიაც კი წამოიწყეს, სახელად #ჯაფარაარგადაიხდის. 

პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები