თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი: გთხოვთ, ჩიჩილაკები გადაყრის ნაცვლად ჩვენთან მოიტანეთ

თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩიჩილაკები გადაყრის ნაცვლად ზოოპარკში მიიტანონ.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზოოპარკის ადმინისტრაცია წერს, რომ ზოოპარკის მომვლელები ჩიჩილაკებს ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ. 

"სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს, გირლიანდებს დაწნავენ. მოკლედ, სადაც ამ ნაძვის ხეს დაამაგრეს ვარსკვლავი, ჩიჩილაკებსაც საინტერესო ფუნქციას მოუძებნიან.

თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები,"- წერია პოსტში. 

კომენტარები