თელასი

საბურთალოს რაიონის ნაწილს 18 იანვარს ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება

0 კომენტარი
ფოტო: Creative commons

თელასის ინფორმაციით, 18 იანვარს 10:00-დან 17:00-მდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ამის მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. 

თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, წულუკიძის, ზემო ვეძისის, ონიაშვილის, ალასანიას, ვაზისუბნის, ლვოვის, ბუდაპეშტის, ყუშიტაშვილის და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები