კორუფცია

დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა ნინოწმინდის მერიის თანამშრომელი დააკავა

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის ნინოწმინდის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთერთი განყოფილების უფროსი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ჰ. ნ.-მ ნინოწმინდაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ორ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 ლარი, საიდანაც წინასწარ 3000 ლარი გამოართვა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

 

კომენტარები