ხელოვნება

23 წლის წინ მოპარული კლიმტის ნამუშევარი მებაღეებმა იტალიის მუზეუმის კედელში იპოვეს

23 წლის წინ იტალიის ქალაქ პიაჩენცაში რიჩი ოდის მუზეუმიდან დაკარგული კლიმტის 1917 წელს დახატული ნამუშევარი "ქალის პორტრეტი" მუზეუმის კედელში გასულ თვეს იპოვეს. 17 იანვარს კი იტალიის პროკურატურაში დაადასტურეს, რომ აღნიშნული ნამუშევარი ნამდვილად გუსტავ კლიმტს ეკუთვნის.

23 წლის წინ, როდესაც ნამუშევარი გაუჩინარდა, პოლიციის ვერსიით, მუზეუმის მინის სახურავიდან ქურდებმა სათევზაო ძუით ნამუშევარი კედლიდან მოხსნეს, სავარაუდოდ, ასე აღმოჩნდა ნამუშევრის ჩარჩო მუზეუმის სახურავზე.

ქურდობიდან 2 თვის შემდეგ ეჭვობდნენ, რომ ნამუშევარი იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრთან ბენიტო კრაქსთან იყო, რომელიც იმ პერიოდში კორუფციაში იყო გახვეული. მისი დაკავების შემდეგ ეგონათ, რომ ნამუშევარი იპოვეს, თუმცა ყალბი აღმოჩნდა.

10 დეკემბერს, როდესაც მებაღეები გალერეის კედლებზე სუროს ასუფთავებდნენ, ლითონის პანელი ნახეს. მისი გახსნის შემდეგ კი ნამუშევარი აღმოაჩინეს. 

ნამუშევრის ავთენტურობა ბოლონიის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა კლაუდია კოლინამ ექსპერტების ჯგუფთან ერთად შეამოწმა.

პიაჩენცას საბჭოს წევრმა ჯონათან პაპამარენიმ თქვა, რომ ნამუშევარის რენდგენი მისი ნამდვილობის დადგენაში გადამწყვეტი იყო. მისივე თქმით, ნამუშევარზე მუზეუმის ბეჭედიც არის.

მან აღნიშნა, რომ 1969 წელს სიცილიის ტაძრიდან მოპარული კარავაჯოს ნამუშევრის შემდეგ ეს იტალიაში გაუჩინარებული ყველაზე ღირებული ნამუშევარი იყო.

პიაჩენცას პოლიციაში თქვეს, რომ ჯერჯერობით ნამუშევარს მუზეუმს არ დაუბრუნებდნენ, რადგან გამოძიებითვის საჭირო იყო.

როგორ ქალაქის მერმა პატრიცია ბარმიერიმ აღნიშნა, 23 წლის განმავლობაში უსაფრთხოების სისტემის მხრივ ბევრი რამ შეიცვალა და ნამუშევრის სათანადოდ დაცვისთვის ყველაფერს იღონებდნენ.

ქალაქს ფილმების კომპანიებიდან და წიგნის გამომცემლები უკვე უკავშირდებიან, რათა მოპარული ნამუშევრის ისტორია უკეთ გაიგონ.

კომენტარები