თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

კანადა ირანს: ჩამოგდებული თვითმფრინავის შავი ყუთები საფრანგეთში უნდა გაიგზავნოს

Fox News

17 იანვარს კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ თეირანში მიერ ჩამოგდებული უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის შავი ყუთები საფრანგეთში უნდა გაიგზავნოს. 

"ირანს ტექნიკური ექსპერტიზის შესაბამისი დონე არ აქვს. მეტწილად კი, ის აღჭურვილობა არ გააჩნია, რაც დაზიანებული შავი ყუთებს ანალიზისთვის არის აუცილებელი," - თქვა ტრუდომ.

როგორც კანადის პრემიერმნისტრამა აღნიშნა, იწყება კონსესუსი იმის შესახებ, რომ შავი ყუთების ანალიზისთვის საფრანგეთში გაიგზავნოს:

"საფრანგეთი შესაფერისი ადგილი იქნებოდა შავი ყუთების გაგზავნისთვის, რათა ყუთებიდან სათანადო ინფორმაცია სწრაფად მივიღოთ და ირანის ხელისუფლებას ვურჩევთ ამას დათანხმდნენ". 

ტუდომ ასევე განაცხადა, რომ კანადის მთავრობა დაღუპულთა ოჯახებს სასწრაფო დახმარების სახით 19 000 აშშ დოლარს გადაუხდიდა და ისიც აღნიშნა, რომ კანადა ირანისგან კომპენსაციის შეთავაზებას ელოდება.

8 იანვარს ირანის მიერ გასროლილმა რაკეტებმა უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანი თავდაპირველად თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფდა, თუმცა 11 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აღიარა, რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს. აღიარებას თეირანის ქუჩებში მასშტაბური აქციები მოჰყვა. პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა. გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც. დააკავეს ათობით ადამიანი.

კომენტარები