ადმინისტრაციული კანონდარღვევა

პროკურატურასთან დაკავებულ კუპრავასა და ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარი ჯარიმა დააკისრა

პროკურატურასთან გამართულ აქციაზე დაკავებულ ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. 

მოსამართლემ კუპრავა და ცუცქირიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის დამნაშავედ სცნო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

პროკურატურასთან გამართულ აქციაზე კუპრავამ და აქციის სხვა მონაწილეებმა პროკურატურის შენობის ეზოში რამდენიმე წყვილი სპორტული ფეხსაცმელი გადაყარეს. მათი თქმით, ბოტასები პროკურატურასთან, ფარცხალაძესთან და შოთაძესთან ასოცირდება. 

სამართალდამცველებთან შელაპარაკება სწორედ ამის გამო დაიწყო, რასაც აქციის ორი მონაწილის დაკავება მოჰყვა. ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

კომენტარები