ნატა ფერაძე

ნატა ფერაძე დააკავეს

აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს. 

ის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილია"-ს სახელით შეშა მიუტანა. 

ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, რომ პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ის პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც მასთან მიდის კაცი სამოქალაქო ფორმაში და ეუბნება, რომ დაწყნარდეს. საპასუხოდ, ნატა ფერაძემ მას უთხრა:

"დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ".

ამის შემდეგ ნატა ფერაძე დააკავეს.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ამ დროითვის არკვევენ, რა მუხლითაა დაკავებული აქტივისტი. 

კომენტარები