ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ტიტულები აღარ აქვთ - ბუკინგემის სასახლის განცხადება

Cosmopolitan

ელიზაბეტ II პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოთხოვნას სამეფო ტიტულის დატოვებაზე დაეთანხმა. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, მათ ტიტული "მისი სამეფო აღმატებულება" აღარ ექნებათ. 

წყვილი დედოფლის, ელისაბედ II-ს ფორმალური წარმომადგენელი აღარ იქნება. შეთანხმება 2020 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. 

"მრავალთვიანი საუბრისა და ბოლოდროინდელი დისკუსიის შემდეგ მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილიშვილისა და მისი ოჯახისთვის კონსტრუქციული და მხარდამჭერი გზა ერთად ვიპოვეთ. ჰარი, მეგანი და არჩი მუდამ იქნებიან ჩემი ოჯახის საყვარელი წევრები. ვაცნობიერებ გამოწვევებს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ ჰქონდათ, განსაკუთრებული ყურადღების სახით. მხარს ვუჭერ მათ სურვილს, ჰქონდეთ მეტად თავისუფალი ცხოვრება. მინდა მათ მადლობა გადავუხადო ქვეყნისთვის შრომისთვის. ამაყი ვარ იმით, თუ როგორ სწრაფად გახდა მეგანი ჩვენი ოჯახის წევრი. მთელი ოჯახი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეთანხმება მისცემს მათ საშუალებას, დაიწყონ ბედნიერი და მშვიდობიანი ახალი ცხოვრების შენება",-ნათქვამია დედოფლის განცხადებაში.  

ცნობისთვის, სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.

კომენტარები