ხანძარი

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე "მიონის" შენობაში ხანძარია

ტაბულა

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე, "მიონის" ყოფილი ქარხნის შენობაში ხანძარია. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა. მათივე ცნობით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. 

დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. 

კომენტარები