დიდი ბრიტანეთი - რუსეთი

ჯონსონი პუტინს: სანამ დესტაბილიზაციას არ შეწყვეტთ, ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხდება

0 კომენტარი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, შეხვედრის დროს თქვა, რომ რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება მანამ არ მოხდება, სანამ რუსეთი დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს არ დაასრულებს. 

ჯონსონსა და პუტინს შორის შეხვედრა ბერლინში, ლიბიის კონფერენციაზე შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისი ავრცელებს

"[რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები] საფრთხეს უქმნის გაერთიანებულ სამეფოსა და ჩვენს მოკავშირეებს, ძირს უთხრის ჩვენი მოქალაქეებისა და კოლექტიურ უსაფრთხოებას,"- თქვა ჯონსონმა. 

ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკრიპალების მოწამვლის საქმეზე გაერთიანებული სამეფოს პოზიცია უცვლელი იყო. მისი თქმით, ეს ქიმიური იარაღის გამოყენება და ბრიტანეთის ტერიტორიაზე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის უხეში მცდელობა იყო.

"ასეთი მცდელობა არ უნდა განმეორდეს,"- თქვა ჯონსონმა. 

სერგეი და იულია სკრიპალები 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი. ორ თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს. 

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს, თუმცა დანაშაულში მთავარი ეჭვმიტანილები GRU-ს აგენტები არიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები