აშშ-ის არმია

ევროპაში NATO-ს ბოლო წლების ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები 20 იანვრის კვირაში დაიწყება

0 კომენტარი
ფოტო: altar.com.pl

ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები Defender Europe 2020, რომელიც NATO-ს საომარი მზადყოფნის შესამოწმებლადაა გამიზნული, იანვარში იწყება. წვრთნაში მონაწილე პირველი ამერიკელი სამხედროები ევროპაში 20 იანვრის კვირაში გამოჩნდებიან. 

წვრთნებში 20 000 ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად ევროპაში მყოფი 9 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი ჯარისკაციც მიიღებს მონაწილეობას. პროგრამა 18 ქვეყანას მოიცავს და 10 ქვეყანაში ჩატარდება, მათ შორის საქართველოში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში.

ინფორმაციას ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის ონლაინ-გამოცემა RMX აშშ-ის არმიისა და გერმანიის ბუნდესვერის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერენ.

სამხედრო წვრთნები ივნისში დასრულდება. 

"წვრთნებით გავზრდით საერთო თავსებადობას, მზადყოფნასა და შესაძლებლობას, რათა კოლექტიურად შევაჩეროთ პოტენციური საფრთხეები,"- ამბობს ევროპაში აშშ-ის არმიის გენერალი კრისტოფერ კავოლი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები