რუსეთი

პუტინი: საბჭოთა ლიდერები სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას, არ მინდა ეს დაბრუნდეს

0 კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კითხვაზე, ისურვებდა თუ თუ არა პრეზიდენტობის ვადის ლიმიტის მოხსნას, უპასუხა, რომ მას საბჭოთა სტილის ლიდერები არ მოსწონს.

"ძალიან სამწუხარო იქნება, რომ ის სიტუაცია დაბრუნდეს, რაც 1980-იან წლებში გვქონდა, როდესაც სახელმწიფო ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით ძალაუფლებას სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ინარჩუნებდნენ და ოფისს ისე ტოვებდნენ, რომ ძალაუფლების გადაცემისთვის საჭირო გარემოს არ უზრუნველყოფდნენ... მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, ამ ვითარებას არ დავუბრუნდეთ," - თქვა პუტინმა 18 იანვარს სანკტ-პეტერბურგში ვეტერნებთან შეხვედრის დროს.

პუტინი უკვე 20 წელია რაც რუსეთს მართვას. რუსეთის პრეზიდენტს მიყოლებით მესამეჯერ ამ თანამდებობის დაკავება არ შეუძლია. 

15 იანვარს რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უნდა ჩატარდეს. პუტინმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხაილ მიშუსტინი წარადგინა, რომელიც დუმამ უკვე დაამტკიცა. მედვედევს კი პუტინმა უშიშროების საბჭოს მოადგილის თანამდებობა შესთავაზა.

პუტინს სურს, რუსეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერმინისტრს ექნება და ამგვარად მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეინარჩუნოს მმართველობა. პუტინს ვადა 2024 წელს ეწურება. მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს ამის შემდეგ, თუმცა რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას არ მისცემს, შესაბამისად სავარაუდო იყო, რომ მას საკონსტიტუცო ცვლილება მოეთხოვა.

პუტინმა ასევე დააანონსა ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით, ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები