აშშ

სენატმა კანადასა და მექსიკასთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულება დაამტკიცა

0 კომენტარი

აშშ-ის სენატმა, კანადასთან და მექსიკასთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულება დაამტკიცა. ხელშეკრულებას მხარი 90-მა სენატორმა დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა 10 სენატორს. ძალაში შესასვლელად კანონს ხელი დონალდ ტრამპმა მოაწეროს.

მას შემდეგ, რაც მექსიკის პარლამენტმა ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, დეკემბერში ახალი შეთანხმება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამაც დაამტკიცა. ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებები, შევიდა, რომელიც დასაქმებულთა მდგომარეობას და ბიოლოგიური პრეპარატაბზე დაბალი ფასების შენარჩუნებას შეეხება.

ახალი შეთანხმება, 1994 წლის ჩრდილო ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს. გარიგება მხარეებს შორის 2018 წლის ნოემბერში, არგენტინაში მიმდინარე დიდი ოცეულის საიტზე მოეწერა. მოლაპარაკაბები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დონალდ ტრამპმა, დოკუმენტზე მუშაობის პროცესს "ნამდვილი ბრძოლა" უწოდა. მექსიკასთან და კანადასთან ახალი სავაჭრო შეთანხმებები დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ბარაკ ობამას დროინდელ, NAFTA-ს შეთანხმებას. ტრამპის თქმით, ძველი ხელშეკრულების მოქმედების დროს აშშ-მა ათასობით სამუშაო ადგილი დაკარგა. 

ცნობისთვის, შუალედური შეთანხმება შედგა აშშ-სა და ჩინეთს შორისაც. უფრო მეტი საკითხის შესახებ გაიგეთ აქ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები