ცნობილი ადამიანები

"ეს ისტერიულია" - ჯენიფერ ენისტონმა ბრედ პიტთან ურთიერთობის შესახებ ჭორებს უპასუხა

0 კომენტარი
ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი მსახიობთა გილდიის დაჯილდოების კულისებში.

გამთენიისას ჩატარებულ მსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე [SAG Awards], ჯენიფერ ენისტონმა, სერიალში საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა.

მოგვიანებით, მან Entertainment Tonight-თან ბრედ პიტთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორებზეც ისაუბრა.

"ეს ისტერიულია", - უპასუხა ენისტონმა ჟურნალისტის მიერ გაჟღერებულ იმ გავრცელებულ შეხედულებას, რომ ის და მისი ყოფილი ქმარი სინამდვილეში შერიგდნენ.

მიუხედავად ჯენიფერ ენისტონის ამ კომენტარისა, დაჯილდოების კულისებიდან გავრცელებულმა სურათებმა სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილის თვალში კიდევ უფრო გაამძაფრა შეხედულება, რომ მსახიობები მართლაც ხვდებიან ერთმანეთს.

ამ ფოტოებში ისინი კულისებში არიან და იმ ჯენიფერ ენისტონის მიერ ჯილდოს მოპოვებას "აღნიშნავენ".

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები