იემენი

იემენში ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულების თავდასხმას 80 სამხედრო ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

იემენის მარიბის პროვინციაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულების მიერ დრონებით და ბალისტიკური რაკეტით განხორიცელებულ თავდასხმას სულ მცირე 80 იემენელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 130. თავდასხმის დროს ისინი სამხედრო ბანაკის მეჩეთში ლოცვას ესწრებოდნენ.

იემენის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თავდასხმა ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების ნაწილია, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ წარმოუდგენიათ. ჰუსიტ ამბოხებულებს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღიათ და მომხდარზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ.

იემენში გაეროს სპეციალური დესპანის თქმით ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ იემენში სიტუაციის დეესკალაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი ძალიან მყიფეა.

იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

გასული წლის აგვისტოში ქალაქ ადენში გამართულ სამხედრო აღლუმზე ჰუსიტი ამბოხებულების თავდასხმას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. აღლუმს ამ შემთხვევაშიც რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები