გაბედე

უფლებები არ დაუცავს - "გაბედემ" სოფო კილაძის ანგარიშის წარდგენა გააპროტესტა

ტაბულა

სასტუმრო რედისონში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, საზოგადოებას კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში უნდა წარუდგინოს, "გაბედეს" წევრები მივიდნენ. 

აქტივისტების თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას ხალხი არ ენდობა და სოფო კილაძის ანგარიში სიცრუეა, რადგან მას ერთი ადამიანის უფლებაც კი არ დაუცავს. 

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიებს ატარებენ, ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება და შესაბამისად ვითხოვთ სანქციებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღდეგ. ივანიშვილის წინააღმდეგ, თალაკვაძის წინააღმდეგ, გახარიას წინააღმდეგ და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ"- ამბობს ბექა ნათელაშვილი. 

გაბედეს აქტივისტებს შენობა მალევე დაატოვებინეს. 

ფოტო: ტაბულა

კომენტარები