საარჩევნო სისტემა

ჰარცელი​: დისკუსიების შედეგი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება უნდა იყოს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, კარლ ჰარცელი​ იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

"უნდა იყოს სივრცე კომპრომისისა და საერთო შეთანხმებისთვის. ეს საკვანძო იქნება. როგორც ვიცით, ორივე მხარეს აქვს ვალდებულება, გააგრძელოს დიალოგი, რაც მისასალმებელია. მაგრამ გამოწევებიც იქნება - დისკუსიები, რომლებიც გაიმართა, უნდა იქცეს მისაღებ შედეგად საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

ეს მოახდენს გარემოს დეპოლარიზაციას და გააჩენს ნდობას, რომელიც უმნიშვნელოვანესია არჩევნების კუთხით, რომელიც მიმდინარე წელს გაიმართება.

მე ვიცნობ ბრიუსელის და ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქების პერსპექტივებს და შეფასებებს, რომ პოლარიზაცია მაღალია. იმედს გამოვთქვამთ, რომ შევძლებთ, წინ გადავდგათ ნაბიჯები დიალოგის კუთხით", - თქვა ჰარცელმა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში განახლდება. შეხვედრები სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობის და სხვა დასავლელი პარტნიორების ინიციატივით ტარდება.

მოლაპარაკებების ჯერჯერობით ბოლო, მე-4 რაუნდი 20 დეკემბერს გაიმართა, როდესაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ.

მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. თუმცა, ე.წ გერმანული მოდელის მიღებაზე უარს ხელისუფლება სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსის არარსებობის მიზეზით ამბობს.

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით.

მოლაპარაკებების საგანი საარჩევნო სისტემა და ე.წ გერმანული მოდელია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მართალია შერეული, მაგრამ მრავალმანდატიანი, უფრო სამართლიანი წესით ჩატარებას გულისხმობს.

იუსტიციის მინისტრი ამბობდა, რომ მრავალმანდატიანი ოლქების პრინციპი "არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის" და საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება".

თუმცა, იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციურია, საუბრობს არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის ზეწოლის და საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო.

პროტესტი კი, თავის მხრივ, მმართველი გუნდის მხრიდან პირობის შეუსრულებლობას მოჰყვა - 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

რას ნიშნავს მრავალმაჟორიტარიანი ოლქები და რით განსხვავდება არსებულისგან, წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები