მკვლელობა

პროკურატურა: 13 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც შვილის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო სიძე მოკლა

0 კომენტარი
ფოტო: flickr

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კაცს, რომელმაც სიძე მოკლა.

უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულის სიძემ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"ქალიშვილის შეურაცხყოფით განაწყენებულმა ა.ი.-მ, შურისძიების მიზნით, ბ.ნ.-ს დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ბ.ნ. გარდაიცვალა", - ამბობენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავში, 2019 წლის 23 ივნისს მოხდა და ბრალდებული 24 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა, ა.ი. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები