Balenciaga

ბალენსიაგა 52 წლის შემდეგ ოტ კუტიურის ტანსაცმლის შექმნას უბრუნდება

0 კომენტარი
ბალენსიაგას შემოდგომა/ზამთრის 2019/2020 კოლექცია.

ბალენსიაგა 52 წლის შემდეგ ოტ კუტიურში [მაღალი მოდა] ბრუნდება - ამის შესახებ ესპანური მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ, ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

ბალენსიაგას ოტ კუტიურის ტანსაცმლის კოლექცია 1968 წლის შემდეგ არ შეუქმნია. მაშინ ეს გადაწყვეტილება თავად ამ მოდის სახლის დამფუძნებელმა კრისტობალ ბალენსიაგამ მიიღო.

"ოტ კუტიური ამ მოდის სახლის საფუძველია. ამიტომ, ეს არის ჩემი ხედვისა და კრეატიულობის მოვალეობა, რომ ის უკან დავაბრუნო. ჩემთვის ოტ კუტიური კრეატიული თავისუფლების გაუკვალავი მხარე და ინოვაციების პლატფორმაა. ის არამარტო გვთავაზობს ტანსაცმლის კერვაში სხვა შესაძლებლობების სპექტრს, არამედ ბალენსიაგას თანამედროვე ხედვებს აბრუნებს საწყისებთან", - თქვა დემნა გვასალიამ.

კრისტობალ ბალენსიაგას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოდის სამყაროში და ოტ კუტიურის ისტორიაში. კრისტიან დიორმა მას ერთხელ "ყველას ოსტატი" უწოდა და მართლაც, ბალენსიაგას ხშირად მოიხსეინიებენ სილუეტების, კონსტრუქციებისა და ფორმების შექმნის ოსტატად.

ნახევარი საუკუნის შემდეგ, დემნა გვასალია ცდილობს, რომ ესპანური მოდის სახლი იყოს საკმაოდ თანამედროვეც და ამის პარალელურად თავის საწყისებთანაც დაბრუნდეს. მას შემდეგ რაც ქართველი დიზაინერი ბალენსიაგაში მივიდა, ის სწავლობს კრისტობალ ბალენსიაგას ადრეულ ნაშრომებს. მაგალითისთვის, პირველივე კოლექციაში დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ერთ-ერთი პიჯაკი შეიცავდა დეტალებს, რომლებიც პირდაპირ კრისტობალ ბალენსიაგას არქივით იყო შთაგონებული - მსგავსი შემთხვევები რამდენჯერმე განმეორდა შემდეგ კოლექციებშიც. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები