შსს

სამეგრელოში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტმენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1969 წელს დაბადებული გ.ქ. რომელიც წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი.

დაკავებულს ბრალად პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლის უკანონო შეძენა-შენახვა ედება, რაც 3-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები