გლობალური ეკონომიკა

IMF-მა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3,3%-მდე შეამცირა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

მსოფლიო სავალუტო ფონდმა [IMF] 2020-2021 წლებში გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. გამოქვეყნებული ინორმაციის მიხედვით, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3,3%-ით გაიზარდა, რაც ოქტომბერში გამოქვეყნებულ პროგნოზზე 0,1%-ით ნაკლებია. 

ცვლილება შეეხო 2021 წლის პროგნოზსაც, სავალუტო ფონდში ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს მსოფლიო ეკონომიკა ჯამურად 3,4%-ით გაიზარდა, რაც წინა პროგნოზს 0,2%-ით ჩამოუვარდება. შეცვლილი პროგნოზის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი სწრაფად განვითარებად ეკონომიკებში შექმნილი სირთულეებია. საუბარია ინდოეთზე, მექსიკასა და სამხრეთ აფრის რესპუბლიკაზე. ყველაზე მეტად 0,3%-ით ეკონომიკური ზრდა ინდოეთში შემცირდა. 

სხვა ფაქტორებს შორის, სავალუტო ფონდში გეოპოლიტიკური დაძაბულობის რისკებს გამოყოფენ, კერძოდ კი დაძაბულობას აშშ-სა და ირანს შორის. ასევე, მღელვარების ფაქტორს წარმოადგენს აშშ-ის და ძირითადი პარტნიორების სავაჭრო შეთანხმებები. 

ამავდროულად, ფონდში აღნიშნავენ აშშ-სა და ჩინეთს შორის მიღწეულ შუალედური სავაჭრო შეთანხმების დადებით ეფექტს. ასევე, დადებითი როლი ითამაშა ბრექსითის საკითხის გარკვევამ. 

სავალუტო ფონდში ამბობენ, რომ გლობალურ ეკონომიკაში ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია უფრო მჭიდრო ინტერნაციონალური ურთიერთობები და საერთაშორისო საგადასახადო სისტემის უკეთესი სტრუქტურის შექმნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები