სტიქია ესპანეთში

ესპანეთში ძლიერ შტორმს 3 ადამიანი ემსხვერპლა - სკოლები და აეროპორტი დაიკეტა

ესპანეთში, ძლიერი შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარბუქი და თოვლია. 

ესპანეთის ზოგიერთ პროვინციაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. ვალენსიაში ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ 8 მეტრს მიაღწია. ქარის სიჩქარემ კი 130 კმ. სთ-ს.

უამინდობის გამო დაკეტილია სკოლები, ბაღები. შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტი. რამდენიმე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაიკეტა ალიკანტეს აეროპორტი, რის გამოც 200-მდე რეისი გაუქმდა. 

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ შტორმი "გლორია" შესაძლოა მეტად გაძლიერდეს.

 

კომენტარები