მადონა

“ჩემს სხეულს უნდა მოვუსმინო” - მადონამ კიდევ ერთი კონცერტი გააუქმა

Getty Images

მადონამ შეუძლოდ ყოფნის გამო Madame X-ის მსოფლიო ტურნეს კიდევ ერთი, ლისაბონის კონცერტი გადადო.

მომღერალმა ამის შესახებ ფანებს კონცერტამდე 45 წუთით ადრე შეატყობინა.

"ჩვენ მწუხარებით გატყობინებთ, რომ მადონა დღეს საღამოს კონცერტს ვერ ჩაატარებს", - მიუვიდათ შეტყობინენა ბილეთების მფლობელებს 19:45-ზე, როდესაც კონცერტი 20:30-ზე იწყებოდა.

კონცერტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამზეც დაწერა.

"ბოდიში, მე უნდა გავაუქმე ამ ღამის კონცერტი, ჩემს სხეულს უნდა მოვუსმინო და დავისვენო", - დაწერა მადონამ.

შეუძლოდ ყოფნის გამო ეს უკვე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გაუქმებული მერვე კონცერტია.

მადონას სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანებები აქვს - ამის შესახებ ის ინსტაგრამზე სურათებსა და ვიდეოებს პოსტავდა. თუმცა უცნობია კონკრეტულად რა ტრავმები აწუხებს მომღერალს და რა სირთულის არის ისინი.

კომენტარები