ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო

რობერტ დე ნირო და ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ

Film

მსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიაზე ლეონარდო დიკაპრიომ დაადასტურა, რომ ის და რობერტ დე ნირო  მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში ითამაშებენ. დიკაპრიომ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ლეგენდარულ მსახიობთან  ერთად კვლავ ერთ გადასაღებ მოედანზე მოხვედრა. 

სკორსეზეს მომავალი ფილმის სახელწოდებაა Killers Of The Flower Moon. რეჟისორი მას ჟურნალისტის, დევიდ გრანის იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღებს. სიუჟეტი ოკლაჰომაში, 1920-იან წლებში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ ინდიელების რამდენიმე მკვლელობის გარშემო განვითარდება. 

ადრე, დიკაპრიო და დე ნირო ერთად ფილმში This Boy's Life ვიხილეთ. როდის გამოვა სკორსეზეს ახალი ფილმი უცნობია. 

კომენტარები