კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი ამერიკელ პატიმრებზე დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებს (თრეილერი)

ტაბულა

ინტერნეტში გამოჩნდა კიმ კარდაშიანის დოკუმენტური პროექტის The Justice Project თრეილერი. ფილმი ამერიკელ პატიმრებზე იქნება. 

დოკუმენტური ფილმის ხანგრძლივობა 2 საათი იქნება და ის ციხეში დიდი ხნით გამოკეტილი პატიმრების შესახებ გვიამბობს. სურათის გადასაღებად კარდაშიანი და ბევრი იურისტი აშშ-ს სხვადასხვა ციხეებს ეწვია, რომ მოეთხრო იმ ოთხი პატიმრის შესახებ, რომელიც, მისი აზრით,  არაკანონიერად გაასამართლეს. 

ფილმი 2019 წელს შეიქმნა, როდესაც კარდაშიანმა ელის ჯონსონისა და მომოლა სტიუარტის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა. მომოლა სტიუარტი ციხეში მკვლელობისთვის მოხვდა. 

The Justice Project 5 აპრილს გამოვა. 

კომენტარები