აშშ

სმენადაქვეითებულმა კაცმა Pornhub-ს ვიდეოებში არასაკმარისი ტიტრების გამო უჩივლა

სმენადაქვეითებულმა კაცმა Pornhub-ს და სხვა პორნოგრაფიულ საიტებს სასამართლოში უჩივლა, რადგან, როგორც თავად მამაკაცი განმარტავს, ტიტრების არარსებობის გამო ვიდეოს ყურებისას საკმარის სიამოვნებას ვერ იღებს.

ნიუ-იორკის მკვიდრის, იაროსლავ სურისის თქმით, პორნოსაიტების ასეთი მიდგომა მისი უფლებების დარღვევაა და შესაბამისად - დისკრიმინაციაა.

Pornhub-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ქორი ფრაისმა უარყო ბრალდება, რომ საიტი მომხმარებელს ვიდეოებში ტიტრებს არ სთავაზობს, - "ჩვენ საიტზე ნამდვილად შეგიძლიათ ნახოთ ტიტრებიანი ვიდეოების კატეგორია".

სურისმა, კაცმა, რომელმაც პორნოგრაფიულ საიტებს უჩივის და ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის აღნიშნული საიტები არაა გათვლილი, წარსულში ამავე ბრალდებებით Fox News, New York Post-სა და სხვა გამოცემებსაც უჩივლა.

კომენტარები