ახალი ავტობუსები

კალაძე: საკუთარ ავტომობილზე უარი და საზ. ტრანსპორტით გადაადგილება ჩვენი პოლიტიკის ნაწილია

instagram.com/kakhakaladze

"კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა, იმ პოლიტიკის ერთერთი ნაწილია, რომელიც საზოგადოებას ორი წლის წინ წარვუდგინეთ," - თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ISUZU-ს მარკის ახალი, 40 ერთეულიავტობუსი წარუდგინა.

ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით, რვა მარშრუტზე გადანაწილდება.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეთი მოწესრიგებული და გამართული იყოს, როგორც ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია. ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკის სრულ ჩანაცვლებას ძალიან მალე დავასრულებთ, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით. პარალელურად, გვინდა, დამატებით შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები, რათა
ქალაქში გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს," - თქვა კალაძემ.

ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება:

N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი;

N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება;

N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი;

N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი;

N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“;

N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება;

N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა;

N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

კომენტარები