ახლო აღმოსავლეთი

ირანელი დეპუტატი დონალდ ტრამპის ლიკვიდაციისთვის $3 მილიონის ჯილდოს აწესებს

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Reuters

ირანის პარლამენტის წევრი, აჰმად ჰამზამ დონალდ ტრამპის ლიკვიდაციაზე 3 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, Jerusalem Post-ი ავრცელებს. 

აჰმად ჰამზა, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში მთავარ დამნაშავედ აშშ-ის პრეზიდენტს მიიჩნევს, რომელმაც სარაკეტო შეტევის ავტორიზაცია მოახდინა. "ქალაქ ქემრანის მაცხოვრებლების სახელით ვაცხადებ, რომ დონალდ ტრამპის მკვლელს ნაღდი ანგარიშსწორებით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით", — განაცხადა აჰმად ჰამზამ. 

ამავდროულად, ირანელ დეპუტატს არ დაუზუსტებია, რა თანხებით მოხდება ანგარიშსწორება და რა დონეზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები იანვრის დასაწყისში, ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლი ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა. 

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, "ყუდსის" მეთაური, 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ამერიკული დრონის შეტევის დროს მოკლეს. რამდენიმე დღეში ირანმა საპასუხო ზომები მიიღო. 

ირანიდან სარაკეტო შეტევები განხორციელდა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. ოფიციალური ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის დროს არავინ დაშავებულა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები