ახლო აღმოსავლეთი

რუსულ სარაკეტო შეტევას სირიაში 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

0 კომენტარი

სირიაში, ქალაქ ალეპოში განხორციელებული რუსული სარაკეტო შეტევის დროს 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 6 არასრულწლოვანია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთში დაარსებული ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, რუსულმა ბომბდამფშენებმა ალეპოს გარეუბნებში მდებარე ფერმა დაბომბეს. უფლებამცველ ორგანიზაციაში, ასევე, აცხადებენ, რომ რუსულმა ბომბდამფშენებმა შეტევები იდლიბის პროვინციაშიც განახორციელეს. 

რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად დადებული ხელშეკრულების მიუხედავად ავიაიერიშები პერმანენტულად ხორციელდება. 2015 წლიდან რუსეთი სირიის სამოქალაქო კონფლიქტში, ბაშარ ასადის მხარეს ჩაერთო. 

რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით ასადმა აჯანყების ჩახშობა შეძლო, თუმცა ლოკალური ბრძოლები ეხლაც მიმდინარეობს. მათ შორის ყველაზე ცხველი ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე იდლიბის პროვინციაა, რომელსაც დღემდე ისლამისტი ბოევიკები აკონტროლებენ. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები